ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო არა მხოლოდ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, არამედ, საუბარი იყო კონკრეტულ პროექტებზე.
„როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი არა მხოლოდ ზოგადად, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, არამედ, კონკრეტულ პროექტებზეც იყო საუბარი. განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი და ასევე როუმინგის საკითხი. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული პროექტების განხორციელება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ზოგადად თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და ამ კონკრეტული პროექტების განხორციელების კუთხით", - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.