ირაკლი კობახიძე – ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მათ ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა.
„საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენ თანამემამულეები მთელ მსოფლიოს აცნობენ საქართველოს უნიკალურობას და ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას. შესაბამისად, მათი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იაზრებს ამ მისიის მნიშვნელობას.
ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მათ ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ. მოხარული ვარ, რომ შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად, სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რიცხვი წლიდან წლამდე მოიმატებს. ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული მისია, ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამემამულე წლიდან წლამდე დავაბრუნოთ სამშობლოში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია