პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ძალა დავუპირისპიროთ იმ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში, ეს არის ჩვენი ხელწერა

ირაკლი კობახიძე - ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ძალა დავუპირისპიროთ იმ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში, ეს არის ჩვენი ხელწერა

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ძალა დავუპირისპიროთ იმ ძალადობას, რომელსაც ჩვენ ვხედავდით თბილისის ქუჩებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა იყო ძალიან უხეში და სისტემური, პოლიციელებმა აჩვენეს მაქსიმალური მოთმინება.
„ჩვენი ხელისუფლების ხელწერაა, რომ ჩვენ ვიცავთ პროპორციულობის პრინციპს. ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი ძალა არ გამოვიყენოთ პროტესტის წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა ორი სამწუხარო ინციდენტი ამ პროტესტის პირველ და მეორე დღეს, როდესაც იყო ძალის გადამეტების ორი კონკრეტული შემთხვევა. ამის შემდეგ მაქსიმალურად ვიზრუნეთ იმისათვის, რომ ასეთი ცალკეული შემთხვევებიც კი აგვერიდებინა თავიდან. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ძალა დავუპირისპიროთ იმ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალადობა იყო ძალიან უხეში, სისტემური, ჩვენმა პოლიციელებმა აჩვენეს მაქსიმალური მოთმინება. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს არის ჩვენი ხელწერა და მომავალშიც ამ ხელწერით გავაგრძელებთ მოქმედებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.