ირაკლი კობახიძე – ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წელი არჩევნები არ იქნება და შეგვიძლია, სრულად ქვეყნის განვითარებაზე ვიყოთ კონცენტრირებული – მიუხედავად ყველა ტურბულენტობისა, ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი ვაჩვენეთ

დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოში სტაბილურ გარემოს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყნის განვითარების გასაღებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა ქვეყანა, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
„ქვეყანაში გადატრიალების ხუთი განსხვავებული მცდელობის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ახლა სიტუაცია სრულიად სტაბილურია და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით სიტუაციის სტაბილიზაცია მოვახერხეთ. ოპოზიცია ძალიან დასუსტდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების გამო.
ახლა ჩვენ გვაქვს სტაბილურობა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სრულად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე. მიუხედავად ყველა იმ მცდელობისა, იმ ტურბულენტობისა, რაც ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა, ჩვენ ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი ვაჩვენეთ და ახლა სრულად ამაზე ვართ კონცენტრირებულები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)