ირაკლი კობახიძე – ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქართულ-ჩინური სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს.
ირაკლი კობახიძის დარწმუნებულია, რომ ვიზიტს ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები სამომავლოდ.
“წლიდან წლამდე იზრდება საქართველოდან ექსპორტი ჩინეთში და ჩვენი ინტერესია, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ბუნებრივია, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან წაგვადგება ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ასევე, ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, შევეხეთ ყველა მიმართულებას, სადაც შეიძლება, იყოს საინტერესო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება. ჩვენ, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქართულ-ჩინური პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები.
ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა შანხაის მერთან. წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას შანხაისა და თბილისის დაძმობილების თაობაზე და მნიშვნელოვანია ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავება. აქაც გვქონდა საუბარი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე. მთლიანობაში საინტერესოდ გრძელდება ჩვენი ვიზიტი და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვიზიტს ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები სამომავლოდ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?