ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ ეროვნული ამოცანა ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამარცხება იქნება, რისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს

ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ ეროვნული ამოცანა ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამარცხება იქნება, რისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს

ეს კლასიკური ლიბერალური ფაშიზმია, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მომღერლების მიმართ გავრცელებულ განცხადებებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ეროვნული ამოცანა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამარცხება იქნება, რისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.
„ეს არის იდეოლოგია, რომლის გავრცელებასაც ჩვენს ქვეყანაში გარკვეულწილად წარმატებით ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს ბულინგიც ამის გამოხატულება არის, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ ბულინგს წარმატება არ აქვს. ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა ამ 4 წლის განმავლობაში იქნება საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამარცხება და ამ მიზის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.