ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის სანქციების თემა არასერიოზულია და „ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის.

როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასეთი ტიპის ზომების მიღება თავად გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტისთვის იქნება კონტრპროდუქტიული.

„სანქციების თემა ჩვენთვის უბრალოდ არასერიოზულია. არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟო ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი მსგავსი ზომით. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერ დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით. ვემსახურებით ამ საზოგადოებას, ქვეყნის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თავად იმ სუბიექტისთვის, რომელიც შესაძლოა, ასეთ რამეზე ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა და სამართლიანობა არის ყველაზე სწორი გზა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საერთო ინტერესების რეალიზება“,- განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.