ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახლი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე

უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახლი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახალ მინისტრს აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები.
„ორი კვირის წინ პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დღეს უკვე ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წასწიოს ეს პროცესი. მათ შორის, ვგულისხმობ ვითარების მოწესრიგებას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახლა რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახლი მინისტრი, მიხელ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები“,- განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.