ირაკლი კობახიძე უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტით გაემგზავრა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს, 5 დეკემბერს, ოთხდღიან ვიზიტს იწყებს.
შეხვედრები დაგეგმილია უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.
დელეგაციაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს წერილი მისწერა, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”.
არის მოლოდინი, რომ 14-15 დეკემბერს ევროპის საბჭო, ევროკომისიის რეკომენდაციით სა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოსთან დაკავშირებით, დოკუმენტის ბოლო პროექტის მიხედვით, ნახსენები იქნება ევროკომისიის 9 დათქმაც.
ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა 9 ქვეყანას შეეხება. ესენია – უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ს წინააღმდეგობა არა მხოლოდ უკრაინის საკითხს, არამედ გაფართოების მთელ პაკეტს უქმნის საფრთხეს.
ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო შეჩერებული ევროკავშირის დაფინანსების აღდგენაა.
ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა, ევროკავშირის ფონდებში, ჯამში 22 მილიარდი ევროა.
რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელის წყაროებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ უნგრეთის ლიდერი, “დიდი ალბათობით, მომავალ კვირას 13 მილიარდამდე ევროს მიიღებს, მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა ეს მისთვის საკმარისი, რადგან მას პირადად არ მოსწონს ზელენსკი და სურს, შეცვალოს ევროკავშირის მთლიანი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით”.
და თუკი უკრაინის საკითხი დადებითად არ გადაწყდება, ეს საქართველოზეც იქონიებს გავლენას: “საქართველოს კანდიდატის სტატუსი რისკის ქვეშაა. უკრაინა გორდიას კვანძია. თუკი უკრაინისთვის მწვანე შუქი არ აინთება მომავალ კვირას, არც სხვებისთვის აინთება, მათ შორის თბილისისთვის”, – ამბობს იოზვიაკი.
„[ევროკავშირის] გაფართოება წარმოადგენს გეოსტრატეგიულ წვლილს მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.
ეს არის მამოძრავებელი ძალა ევროპელი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, ქვეყნებს შორის უთანასწორობის შესამცირებლად და ხელი უნდა შეუწყოს ღირებულებებს, რასაც კავშირი ეფუძნება.
ს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ასევე აჩვენებს, რომ გაფართოება წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს“, – წერია დოკუმენტში, რომელიც, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის დაძლევის შემთხვევაში, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ.
უკრაინისა და მოლდოვის თავებში ხაზგასმულია ამ ორი ქვეყნის პროგრესი რეფორმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საქართველოს კი საბჭო მოუწოდებს „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ“.
“გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების” პროექტს, 12 დეკემბერს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.