არქივი24 აპრილი, 2024, 13:36
ირაკლი კობახიძე უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერი იქნება
25 აპრილს, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა კონფერენციის (CPAC) ერთ-ერთი სპიკერი იქნება.
კობახიძე უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად ღონისძიების გახსნით პანელში მიიღებს მონაწილეობას.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენცია უნგრეთში მესამედ ტარდება. გასულ წელს, მასში მონაწილეობა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) პირველად 1974 წელს გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებშიც იმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.