ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს, ტამაშ ვარგას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებსა და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

"ქართული ოცნების" ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, იანოშ ლატორკაისთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.