ირაკლი კობახიძე უნგრეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ელჩთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. განიხილეს საქართველო-უნგრეთის პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროებში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.
პრემიერმა უნგრეთის ელჩს უნგრეთის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.