ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”