ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე - ეს ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა - მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, საქართველოს კი შანტაჟს უპირისპირებენ

ირაკლი კობახიძე უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე - ეს ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა - მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, საქართველოს კი შანტაჟს უპირისპირებენ

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე როგორც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება იყო გამოცხადებული. საქართველოს შანტაჟს უპირისპირებენ,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე განცხადებები ორმაგი სტანდარტის გამოხატულება და შანტაჟია.
„ესეც ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა. მოლდოვა კორუფციაშია ჩაფლული, უკიდურესად სუსტი ინსტიტუტები აქვს, არის დსთ-ს წევრი. სანქციები არც მათ დაუწესებიათ. რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო 4 წელში, 2021-2014 წლებში, მოლდოვის ეკონომიკასთან სხვაობა გავზარდეთ 11 მილიარდ დოლარზე მეტით. ვინც ოპოზიციონერი იყო პარლამენტიდანაც გაუშვეს, არც პოლიტიკური პლურალიზმი, მედია პლურალიზმი.
მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე როგორც თავის დროზე გამოცხადებული იყო სააკაშვილის ხელისუფლება. საქართველოს შანტაჟს უპირისპირებენ“,- აღნიშნა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.