ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე: ...უბრალოდ მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი, რაც ძალიან კარგად იცით

ირაკლი კობახიძე: ...უბრალოდ მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი, რაც ძალიან კარგად იცით

ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია უნდა გქონდეს შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის შეფასებით, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს.

„ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან ამაზე ფიქრიც კი, რომ რამენაირად მოინდომონ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა, უბრალოდ მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი, რაც ძალიან კარგად იცით. უნდა გქონდეს ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.