არქივი1 დეკემბერი, 2024, 15:07
ირაკლი კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციაზე - ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა.
როგორც პრემიერმა განმარტა, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს. ამასთან, პრემიერი არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია.
„ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენი სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს“,-აღნიშნა პრემიერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.