ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ტერორიზმის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი და ობიექტურია

ირაკლი კობახიძე - ტერორიზმის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი და ობიექტურია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტერორიზმის შესახებ ანგარიში ობიექტურია და ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი და ობიექტურია.
“ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად არის ობიექტური, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ვისარგებლებ შემთხვევით - მინდა, გრიგოლ ლილუაშვილს წარმატებული ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.