ირაკლი – სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს თუ ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებს, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა

სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს თუ ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული კვირების განმავლობაში გაიმართა პოლიტიკური უმცირესობის რამდენიმე აქცია.
„იმ აქციებს და ჩვენს დღევანდელ შეკრებას ერთმანეთისგან განასხვავებს ერთი მთავარი, პრინციპული რამ – ის აქციები იმართებოდა მონური დამოკიდებულებით; ის აქციები იმართებოდა ლოზუნგით – ოღონდ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტრადიციული ღირებულებები ჭირსაც წაუღია. ამ ადამიანებს ერთი რამ არ აქვთ გააზრებული – თუ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…