– სუვერენიტეტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა ევროპის მასშტაბით – როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ საკუთარი ღირებულებების დათმობას ან მშვიდობის დათმობას გვიყენებენ, ეს არასწორი დილემაა

სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები – სუვერენიტეტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა ევროპის მასშტაბით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატია გარე გავლენებით იმართება.
„სამწუხაროდ განვითარდა მოვლენები ევროპის კონტინენტზე. ევროკავშირს სერიოზული ზიანი მიაყენა. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი, ის რომ ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ არსებითად იმართება გარე გავლენებით. შესაბამისად, მათ უჭირთ ობიექტურ ინტერესებზე დაფუძნებით გადაწყვეტილების მიღება. ეს არის მთავარი პრობლემა, სუვერენიტეტის დეფიციტი. სუვერენიტეტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა ევროპის მასშტაბით. რამდენიმე სახელმწიფო შემოგვრჩა ევროკავშირის მასშტაბით ისეთი, რომელიც მტკიცედ იცავს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“,-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების დათმობას, ან მშვიდობის დათმობას, ეს არასწორი დილემაა.
„როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების დათმობას, ან მშვიდობის დათმობას, ამ შემთხვევაში, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით, ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებით. აქ პრინციპებს ვერ გადავუხვევთ“,- აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. როგორც ის აღნიშნავს, ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. მისივე თქმით, ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!