ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - სტოლტენბერგთან ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები

ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში.
„რაც შეეხება ბატონ სტოლტენბერგს, ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე",- განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.