ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე: სრული პასუსიხსმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს

ირაკლი კობახიძე: სრული პასუსიხსმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს
"არაფრის დაპირებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი... სრული პასუსიხსმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს [რუბიოსთვის]. ჩვენ ვთქვით მარტივი რამ: მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც დაკავშირებულია სტრატეგიული პარტიონირობის აღდგენასთან" - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
🔴 გუშინ რუბიომ განაცხადა: "ამ ეტაპამდე მათ ნაბიჯები გადადგეს ჩვენს დასარწმუნებლად, რომ მათ სურთ აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება. გვკითხეს, რა მეოთხოვებოდათ და ჩვენ მათ ხაზგასმით ვუთხარით, რა იქნებოდა ამისთვის საჭირო და რას ვითხოვდით ჩვენ. ჩვენ მივიღეთ პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ შეცვლილ ტრაექტორიას იქიდან, სადაც საქართველო დღეს იმყოფება. [...] მათ გვკითხეს, რა მოეთხოვებოდათ, რომ ჰქონოდათ უკეთესი ურთიერთობა აშშ-სთან, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ საფუძველზე [ურთიერთობის] დაშენებას შევძლებთ და შეიცვლება ტრაექტორია არამხოლოდ ჩვენთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის მხრივაც"
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.