ირაკლი კობახიძე – სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით – ევროპულმა ბიუროკრატიამ, მათ შორის აბსოლუტურად გაუმართლებელმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, ევროკავშირი აქამდე თავად მიიყვანა

ევროკავშირი მიგრაციის კუთხით დღეს სერიოზული პრობლემების წინაშე დგას – რეალურად ევროპულმა ბიუროკრატიამ, მათ შორის აბსოლუტურად გაუმართლებელმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, ევროკავშირი აქამდე თავად მიიყვანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ევროპულმა ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა
“ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო უალტერნატივო – მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

ლაშა ფარულავა: დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ