ირაკლი – საქართველოში 400-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული, ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება – ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“

საქართველოში 400-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება – ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება.
„რეალურად კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა. ჩვენთვის მთავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში როდესაც, მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ – სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე. სია გახდება ცნობილი როგორც კი სარჩელს შევიტანთ.
დღეს, საქართველოში 400-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, ჩვენი ამოცანაა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ერთადერთ პოლიტიკურ ძალას ეხება სინამდვილეში სარჩელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა