ირაკლი კობახიძე – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს – გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ მდგომარეობა, როგორც თავის დროზე შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ

ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი თსუ-ს ერთგვარი შვილი იყო და „როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს“.
„43% არის ტექნიკური მიმართულება, ხოლო 57% არის სამართალი, ეკონომიკა, აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომელიც თავის დროზე ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეს არის მარტივი სტატისტიკა. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს. თავის დროზე ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორის პოზიციაზე და მის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, რომ თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც თავის დროზე შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს