ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
„ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გოტა ჭანტურია: 2008 წლის ომის ვეტერანს, რომელიც ომში ორსული იბრძოდა, 18 წლისთავზე შვილებთან ერთად ქუჩაში ღია ცის ქვეშ ტოვებენ. 7-სულიან ოჯახს, ბავშვებითა და შშმ პირით, ერთადერთ თავშესაფარს ართმევენ

ირაკლი ფავლენიშვილი – ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები, ივანიშვილთან ბრძოლის მაგივრად, სააკაშვილთან აგრძელებენ ბრძოლას, სააკაშვილის ჩაძირვით ჰგონიათ, მთავარი ოპოზიციონერები გახდებიან