ირაკლი „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის სატრანზიტო როლს და დაკავშირებადობის ფუნქციას.
„მთავრობის მეთაური „საქართველოს კაპიტალის“ აქციონერთა წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვაზე ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”