ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად – შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
როგორც მან პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, ამ პრიორიტეტში ქვეყანას აქვს წითელი ხაზები, რომელიც ტერიტორიების დეოკუპაციასთანაა დაკავშირებული და ეს წითელი ხაზები ბოლომდე იქნება დაცული.
„2012 წლიდან მოყოლებული, მთელი ამ წლების განმავლობაში, არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული. რა თქმა უნდა, ამაზე ზრუნვაც გაგრძელდება. როცა საქმე ექნება საქართველო – რუსეთის ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება პრაგმატული პოლიტიკა. პრაგმატული პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები“, ეს არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციასთან. ჩვენ გაქვს ჩვენი მისწრაფებები და ეს „წითელი ხაზები“ ბოლომდე იქნება დაცული. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანები არის სიღარიბის დაძლევა და მეორე უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია გლობალურ ტენდენციებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ ამოცანასთან ერთად, ეს ამოცანაც იქნება სათანადოდ გადაჭრილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ