ირაკლი კობახიძე - სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრთან შეხვედრა - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის.
„სასიამოვნო იყო საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ ფალიჰთან შეხვედრა. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის კავშირების გაძლიერება აუცილებელია ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის. სპარსეთის ყურის არაბთა სახელმწიფოების მთელ რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების იდეის ერთგულია საქართველო“, - აღნიშნავს პრემიერი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.