ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - სარჩელს სამართლებრივი კუთხით პერსპექტივა არ ექნება - მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია

სარჩელს სამართლებრივი კუთხით არანაირი პერსპექტივა არ ექნება. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა თავისი სარჩელით აღიარა იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც „კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად აღიარა“.
„ამ ყველაფერში კარგი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. პოლიტიკოსს ასეთი შეცდომები არ უნდა ეპარებოდეს, თუმცა მას შეცდომები ხშირად მოსდის. ზურაბიშვილი საკუთარ გადაწყვეტილებებში არ არის დამოუკიდებელი, აქედან გამომდინარე ის იძულებული გახდა ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად აღიარა.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რა თქმა უნდა, ამ სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, გამჭვირვალობა ვერც უარყოფითად შეფასდება. აქედან გამომიდინარე, ამ სარჩელს სამართლებრივი კუთხით არანაირი პერსპექტივა არ ექნება. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია“,- განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, კანონის დაცვასთან დაკავშირებით მთავრობა იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„რუსული კანონი“ არ არსებობს. ეს ტერმინი არის ცრუპენტელობა. მოგიწოდებთ, რომ ცრუპენტელობას მომავალში აღარ მიმართოთ. რაც შეეხება კანონის დაცვას, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივი გადაწყვეტილება მიიღება - შეიძლება ეს იყოს იურიდიული კომიტეტის ჯგუფი, პოლიტიკოსებიც. ამაზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.