ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად მათი ოჯახის წევრების შეყვანაზე - არაფერი კავშირი არ აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან და სამართლებრივ პრინციპებთან

ირაკლი კობახიძე სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად მათი ოჯახის წევრების შეყვანაზე - არაფერი კავშირი არ აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან და სამართლებრივ პრინციპებთან

სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად ოჯახის წევრების შეყვანასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, არაფერი კავშირი არ აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან.
„სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო. არსებობს სუბიექტური შერაცხვის პრინციპი, რაც არის ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი სამართალში, როდესაც შენ ამას უარყოფ, სამართლებრივი სახელმწიფოდან პრაქტიკულად არაფერი რჩება. ეს არის ძალიან მძიმე პროცესი, რომელიც წარიმართება შესაბამის ქვეყნებში. ეს ანგრევს სამართლებრივ სისტემებს და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება. არაფერი კავშირი არ აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან და სამართლებრივ პრინციპებთან. რასაც ასწავლიდნენ ევროპულ უნივერსიტეტებში 20 და 30 წლის წინ, იმისთვის ხაზის გადასმაა ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.