– სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება – ექსტრემისტულ, რადიკალურ აქტივობებს კონკრეტული განცხადებებით ახალისებენ უცხოელი კოლეგები

ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
პრემიერის თქმით, სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტულ და რადიკალურ აქტივობებს უცხოელი კოლეგები ზოგჯერ კონკრეტული განცხადებებითაც ახალისებენ.
„არის სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტული რადიკალური აქტივობები, ჩვენ პირველად არ ვართ ამის მომსწრე და ამას დუმილით და ზოგჯერ კონკრეტული განცხადებებითაც ახალისებენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. სამწუხაროდ, ღირებულებებს არ ეფუძნება ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები. ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები, მაგრამ დღეს ისინი ამ ტრადიციებს არად დაგიდევენ”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”