ირაკლი კობახიძე – „სამთავრობო ქალაქის” მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას და კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას

„სამთავრობო ქალაქის” მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას.
„ეს არის ჩვენი ინიციატივა, რომლის პრეზენტაცია გაიმართება ახლო მომავალში. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური კუთხით ძალიან საინტერესო პროექტი. ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას და კონკრეტულად, „სამთავრობო ქალაქის” მშენებლობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას. ამ პროექტის განხორციელება ორივე კუთხით იქნება ძალიან საინტერესო. ახლა მიმდინარეობს პროექტირება და ამის საფუძველზე უკვე გვექნება დეტალური ხარჯთაღრიცხვა ყველა მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე – ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული – სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები