ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, მცდელობა, რომ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად აქციონ, აბსოლუტურად ჩავარდება

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება – მცდელობა, რომ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად აქციონ, აბსოლუტურად ჩავარდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზურაბიშვილს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა არ გააჩნია.
„სალომე ზურაბიშვილი ამჟამად საფრანგეთის მოქალაქე არ არის, თუმცა ადრე იყო. ის ასევე იყო საქართველოში საფრანგეთის ელჩი 2004 წლამდე. შემდეგ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ასეთი პრეისტორია აქვს. საფრანგეთში, ემიგრანტთა ოჯახში, დაიბადა. ზოგიერთს უნდა მისი რადიკალური ოპოზიციის ლიდერად წარმოჩენა, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება. რა თქმა უნდა, ამგვარი მცდელობა, აქციონ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აბსოლუტურად ჩავარდება. ამდენად, მას არ გააჩნია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ