არქივი23 იანვარი, 2026, 10:39
ირაკლი კობახიძე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს დღეს შეხვდება

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღესაა ჩანიშნული.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამავე კომისიის ფარგლებში, ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან, ბოლოს კი შეხვედრა გაიმართება საწვავის ფასთან დაკავშირებით.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.