ირაკლი კობახიძე – რუსული აგრესიის აქტებზე საერთაშორისო გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსული აგრესიის აქტებზე საერთაშორისო გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საკითხს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ ევროპარლამენტში დაგეგმილ რეზოლუციის კენჭისყრას.
„რუსული აგრესიის აქტებზე საერთაშორისო გამოხმაურება, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ამ საქმის გამოძიებას, შესაბამისი უწყებები არიან დაკავებული ამ საქმის გამოძიებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულზე სასჯელი დადგეს. ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, რომლებიც ყველა შესაბამის ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს, ევროპარლამენტში რეზოლუციაზე კენჭისყრა იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ