ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - როცა ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება, უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლა მიღებული პრაქტიკა არც არის, ამის მიუხედავად საქართველოში დღეს უცხოელი დამკვირვებლები არიან

ირაკლი კობახიძე - როცა ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება, უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლა მიღებული პრაქტიკა არც არის, ამის მიუხედავად საქართველოში დღეს უცხოელი დამკვირვებლები არიან

როცა მუნიციპალური არჩევნები ტარდება ქვეყანაში, უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლა მიღებული პრაქტიკა არც არის - ამის მიუხედავად საქართველოში დღეს უცხოელი დამკვირვებლები არიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არჩევნები თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისგან, მუქარისგან, მოსყიდვისგან და ა.შ. შესაბამისად, ეს არის ობიექტური შეფასების ერთადერთი მყარი საფუძველი.
„ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როცა მუნიციპალური არჩევნები ტარდება ქვეყანაში უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლა მიღებული პრაქტიკა არც არის. ამის მიუხედავად საქართველოში დღეს უცხოელი დამკვირვებლები არიან. მთლიანობაში 8000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება ამ არჩევნებს, საიდანაც ძალიან ბევრი უცხოელია. რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი მნიშვნელობა, ყველა ხედავს ობიექტურ სინამდვილეს, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, ეს არჩევნები თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისგან, მუქარისგან, მოსყიდვისგან და ა.შ. ეს ის საერთო სურათია, რომელიც დღეს აშკარად ჩანს და სრულიად ნათელია. ეს არის ობიექტური შეფასების ერთადერთი მყარი საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.