ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე: ...რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი

ირაკლი კობახიძე: ...რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი

საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული.

კობახიძემ განმარტა, რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოში იმიგრაციას.

„რა განაპირობეს ზოგადად, საქართველოში იმიგრაციას? რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი - საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და ბუნებრივია, ასეთ პირობებში განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მიგრაციის მართვა. მოგეხსნებათ, რომ განათლების სისტემა არის გახსნილი ასევე უცხოელებისთვის. საქართველოში დღეს სწავლობს 37 000 უცხოელ სტუდენტი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შრომით მიგრაცია - საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, იქიდან გამომიდინარე, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული. ასეთი ინტერესი არ არის. რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო. ამაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ,“ -განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.