არქივი23 ნოემბერი, 2025, 14:38
ირაკლი კობახიძე რომის პაპს შეხვდება

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ნოემბერს რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის facebook-გვერდი წერს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.
ირაკლი კობახიძე ვატიკანს ეწვევა დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.