ირაკლი კობახიძე – რომის პაპი მოვიწვიე საქართველოში, მომავალ წელს აღინიშნება გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი

მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომის პაპის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აღინიშნება საქართველოში გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი. ეს მოწვევა გადავეცი რომის პაპს. იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ