ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - რამდენი ადამიანიც ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი - ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც

ირაკლი კობახიძე - რამდენი ადამიანიც ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი - ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც

ხედავთ, რომ რამდენი ადამიანიც ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი. ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილისა და გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის წინააღმდეგ წარმოებს პოლიტიკური დევნა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, პოლიტიკისთვის თავის შეფარების პრაქტიკა „რადიკალურმა ოპოზიციამ“ დაამკვიდრა.
„არ შეიძლება პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი ამ ქვეყანაში. ხედავთ, რომ რამდენი ადამიანიც ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი. ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაში, რაც არასწორია. ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და აფასებს ყველაფერს“, - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.