ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე პორტუგალიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ირაკლი კობახიძე პორტუგალიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ლევან წურწუმიას შეხვდა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე საქართველოსა და პორტუგალიაში არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ლევან წურწუმიას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ლევან წურწუმია წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იკავებდა უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას, ასევე იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მუშაობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.