ირაკლი პეტერ ფიშერზე – ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში – არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს

არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ინფორმაციას რომ „საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობასთან და სადავო აქტივობებზე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ მოკვლევა დაიწყო“.
მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ პეტერ ფიშერი პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული.
„ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც არის ყველა სტანდარტის დარღვევა და ძალიან კარგია რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ გამოხატა ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დანარჩენი ყველაფერი არის ცხადი, არ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა