ირაკლი კობახიძე – პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არის სრულფასოვანი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგსა და ყველა მიმართულებას, ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა, ველოდებით საინტერესო დისკუსიას

პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არის სრულფასოვანი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგსა და ყველა მიმართულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტში ანგარიშის ზეპირი მოსმენა ივნისის ბოლოს შედგება.
„ტრადიციულად ჩვენი ანგარიში მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, ეს არის ეკონომიკის საკითხები, სოციალური საკითხები, ეს არის საგარეო პოლიტიკური თემები, ჯანდაცვა განათლება და ა.შ. არის სრულფასოვანი ანგარიში, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგს, ყველა მიმართულებას. ამაზე უშუალოდ გვექნება საუბარი პარლამენტში, როდესაც პირადად წარვსდგები პარლამენტარების წინაშე. ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა. ველოდებით საინტერესო დისკუსიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს