ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ატარებენ 300-კაციან აქციას, რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში – თავისი ფეხით მოდიან, ავსებენ ბიუჯეტს, ამისთვის მადლობაც შეიძლება, გადავუხადოთ

ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ყოველდღე ატარებენ 300-კაციან აქციას, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი თავისი ფეხით მიდიან და ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში.
„თავისი ფეხით მოდიან, ავსებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის ერთგვარი მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ მათ. რაც შეეხება პარტიებს, საერთოდ დაკარგულნი არიან. ვხედავთ, რა მდგომარეობაა. შიგნით აქვთ ძალიან მძიმე ურთიერთობები, პარტიის შიგნითაც კი, არათუ პარტიებს შორის, არის რთული ურთიერთობები”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ “იმედი LIVE”-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)