ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ

იმდენად დასუსტებულია მთლიანად ოპოზიცია, რომ თავიდან ბოლომდე არიან გადასული ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, რაც ძალიან კარგია, ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, აქამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა კი უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ.

„მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ. ეს არის იდეალური მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელსაც ფორმალურად აქამდე ერქვა ოპოზიცია, სინამდვილეში ყოველთვის იყო უცხოური აგენტურა“, - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.