ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა – ინფორმაციას ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს: სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შევხვდი.
პრემიერ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მივულოცე და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ვუსურვე.
სომეხ კოლეგას ასევე მივულოცე არჩევნებში გამარჯვება და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოვხატე.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება.
ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და დავადასტურეთ მზადყოფნა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას.





