– ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის და სპეციალობისთვის, გრანტის ღირებულება არის იდენტური, 2 250 ლარია გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც გადასინჯვას საჭიროებს

გრანტის ღირებულება არის ზუსტად იდენტური ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, ნებისმიერი სპეციალობისთვის, არავითარი განსხვავება არ არის, არის მოჭრილი 2 250 ლარი გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ გადასინჯვას საჭიროებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ საჭიროებებს სხვადასხვა სპეციალობისთვის და დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე.
„შემდეგი გამოწვევა არის გაუმართავი დაფინანსების სისტემა. დღეს გვაქვს საგრანტო მოდელი, ერთგვარ ვაუჩერს გასცემს სახელმწიფო თითეულ სტუდენტზე და ამ ვაუჩერის, გრანტის ღირებულება არის ზუსტად იდენტური ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის, ნებისმიერი სპეციალობისთვის. არავითარი განსხვავება არ არის, არის მოჭრილი 2 250 ლარი გამოყოფილი თითოეულ სტუდენტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ გადასინჯვას საჭიროებს. ეს სისტემა არ ითვალისწინებს განსხვავებულ საჭიროებებს სხვადასხვა სპეციალობისთვის, ეს არის ერთი პრობლემა და მეორე – დაფინანსების სისტემა არ არის ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. როდესაც სახელმწიფო რაიმეს აფინანსებს, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ამოცანა დასახული. სახელმწიფო ამოცანებსა და დაფინანსების სისტემას შორის დღეს არავითარი კავშირი არ არსებობს. ესეც საჭიროებს გამოსწორებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა