– ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი „ლელოს“ მხრიდან, რაც ნიშნავს, რომ ის მილიონი ლარით უნდა დაჯარიმდეს, თუმცა ანტიკორუფციული ბიუროსადმი ჩემი მოწოდება იქნება, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს

„შავი ფული“ ტრიალებს საარჩევნო პროცესში, მათ შორის „ლელოც“ ხარჯავს „შავ ფულს“, წესით, ამით ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს – ჩემი მოწოდება იქნებოდა ბიურომ შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს და ასეთ საკითხებს პედანტურად, წმინდა სამართლებრივად ნუ გაჰყვება, გნებავთ, ჩათვალეთ ეს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩარევად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ლელო“ფინანსურ ხარჯებს არ ასაჯაროებს.
პრემიერის თქმით, „ლელოსთან“ მიმართებით აქვს ინფორმაცია, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი, რაც მილიონი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
„შავი ფული“ ტრიალებს საარჩევნო პროცესში, მათ შორის „ლელოც“ ხარჯავს „შავ ფულს“. „ტვ პირველსაც“ აფინანსებს შავი ფულით, თვეში 240 ათასი ლარი იყო, შეიძლება გაუზარდეს წინასაარჩევნო პერიოდში. როდესაც „შავი ფული“ ტრიალებს, მისი დეკლარირება ადვილი არ არის. ეს არის მიზეზი, რატომაც არიდებენ თავს რეალური ხარჯების დეკლარირებას. წესით, ამით უნდა დაინტერესდეს ანტიკორუფციული ბიურო. მაგრამ, ჩემი მინიშნება იქნებოდა (სამწუხაროდ, ვერ ვმართავ ანტიკორუფციულ ბიუროს), რომ აქაც ბიურო შედარებით რბილი მიდგომით თუ იმოქმედებს, უკეთესი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვიცი, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის დამალვაზეა საუბარი, როგორც მითხრეს. უხეში ინფორმაციაა და შეიძლება, სწორი არ იყოს. ნახევარი მილიონის დამალვა ნიშნავს იმას, რომ მილიონი ლარით უნდა დაჯარიმდეს „ლელო“. ეს თუ მოხდება, გამოვა ვინმე ევროსაბჭოდან ან ევროპარლამენტიდან და იტყვიან, რომ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს ექმნება საფრთხე. შეიძლება ეს უნდოდეს „ლელოს“ და მის მფარველებს. აქაც, ჩემი მოწოდება იქნებოდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ, შედარებით ლოიალური მიდგომა გამოავლინოს და ნუ გაჰყვება პედანტურად, წმინდა სამართლებრივად ასეთ საკითხებს. გნებავთ, ჩათვალეთ ეს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩარევად“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა