არქივი30 დეკემბერი, 2024, 12:24
ირაკლი კობახიძე - მომდევნო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული.
„ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას. ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.