ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში, ვუსურვებ მას წარმატებას საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

ირაკლი კობახიძე - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში, ვუსურვებ მას წარმატებას საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-6 პრეზიდენტის - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ "X"-ში ეხმაურება.
კობახიძის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში.
„ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს - მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.